„წვიმა, ქარი, თოვლი“ - გაფრთხილება ამინდის შესახებ
1732620282
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს უშიშროების კაბინეტის მოწვევას და ლიბანში მოქმედ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას აპირებს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
ამასთან ერთად, გამოცემის მტკიცებით, ნეთანიაჰუ „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის და არა ომის დასრულების მომხრეა. „ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება ის. შესაძლოა, ერთი თვე, ან ერთი წელი“, - ციტირებს სააგენტო ერთ-ერთ ებრაელ მაღალჩინოსანს.
როგორც სააგენტო Reuters-ი ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით ორშაბათს იუწყებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი უახლოეს მომავალში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას გააკეთებენ.
ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირება 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს. დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს ისრაელმა ლიბანის სამხრეთით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801