ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების განვითარება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
"სამინისტრო აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს. ასევე, მიმდინარე წელს დამტკიცდება კანონპროექტი დნმ-ის ბაზის შექმნის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიული ტექნიკური საშუალებების განახლება და ცალკეული საექსპერტო მიმართულებების აკრედიტაციის სფეროს გაფართოება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.