საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1732623795
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ თეა ახვლედიანს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.
„მსურს გამოიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და სამშვიდობო დღის წესრიგის ერთგული რჩება. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა და განვითარება ჩვენი საზოგადოების აფხაზი და ოსი წევრებისთვისაც თანაბარმნიშვნელოვანია, რაც ჩვენს საერთო ინტერესებს და არსებული გამოწვევების დაძლევის უალტერნატივო გზას წარმოადგენს. შესაბამისად, საჭიროა საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება, ნდობის აღდგენის, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს სწრაფვას მდგრადი მშვიდობისა და დინამიკური განვითარებისკენ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა.