თეთრი სახლის პრესმდივანი: ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხიც დაიღალა უკრაინის ომის დაფინანსებით

კეროლაინ ლევითი

ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხიც დაიღალა უკრაინის ომის დაფინანსებით, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევითმა.

ლევითმა Fox News-თან საუბრისას განმარტა, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში მისულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელიდან გაუშვა მისი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეთანხმება და სწორედ ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდა.

„დონალდ ტრამპს სურს შეთანხმების მიღწევა და სურს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკისა და მშრომელი ამერიკელებისადმი მადლიერება გამოხატოს. ვოლოდიმირ ზელენსკის გასულ კვირას მხოლოდ რამდენიმე წუთი აშორებდა მისი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერამდე, თუმცა მან სწორედ ის ტოტი მოიჭრა, რომელზეც იჯდა. აშშ და ამერიკელი ხალხი დაიღალა ამ ომის დაფინანსებით. პრეზიდენტ ტრამპს სურს მოლაპარაკებები, თუმცა სამწუხაროდ ზელენსკის ჯერ ამის სურვილი არ აქვს“, - თქვა ლევითმა.