ხაშურის სოფელ ბულბულისციხეში, ერთ-ერთი მოსახლის ეზოში შველი იპოვეს
1745235313
ტეილორ სვიფტმა მუსიკალური ჩარტის Billboard 200-ის ლიდერობის რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სვიფტის ალბომმა „1989 (Taylor’s Version)“ მეხუთედ დაიკავა პირველი ადგილი ჩარტში. სულ კი მომღერლის პროექტებმა Billboard 200-ის პირველ ადგილზე 68 კვირა გაატარეს, რაც 1 კვირით მეტია, ვიდრე წინა რეკორდსმენის - ელვის პრესლის რეკორდი.
რეიტინგში, რომელიც სოლო შემსრულებლებთან ერთად ყველა დანარჩენს მუსიკოსებს ითვალისწინებს, ტეილორი მეორე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ჯგუფს The Beatles, რომელთა ალბომებსაც ჩარტის პირველ ადგილზე 132 კვირა გაატარეს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი