საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
1733169284
Deadline-თან ახალ ინტერვიუში მარგო რობიმ Barbie-ის კომერციული წარმატების შესახებ ისაუბრა, თუმცა ისიც დასძინა, რომ დროებით შესაძლოა ეკრანებიდან გაქრეს. მსახიობის თქმით, ახალ ფილმში მონაწილეობას ახლო მომავალში არ გეგმავს. მარგო რობიმ ინტერვიუში იმასაც გაისვა ხაზი, რომ უკვე თვეებია, მსოფლიოს ბილბორდებზე ყველა მის სახეს ხედავს, რამაც მაყურებელი შესაძლოა დაღალა.
„ყველა მეკითხება, ვაპირებ თუ არა შესვენებას. მე კი იმაზე ვფიქრობ, არ იციან, რომ პროდიუსერიც ვარ? პროდიუსერები არასდროს ვისვენებთ. იმასაც ვფიქრობ, რომ თავი ყველას ყელში ამოვუყვანე და ალბათ ეკრანებიდან ცოტა ხნით უნდა გავქრე", - განაცხადა მარგო რობიმ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე Barbie-მ გაიმარჯვა ნომინაციაში „განსაკუთრებული კინემატოგრაფიული და კომერციული წარმატება". მანამდე კი გრეტა გერვიგის Barbie წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.
„ვფიქრობ, ამ ეტაპზე ახალ ფილმში ჩემს დანახვაზე ხალხი იტყვის, რომ მთელი ზაფხული მე მიყურეს და კიდევ ჩემი ნახვა აღარ უნდათ. არ ვიცი, მომდევნო ფილმში როდის გადამიღებენ, თუმცა იმედი მაქვს, ეს ცოტა მოგვიანებით მოხდება",- აღნიშნა მარგო რობიმ.
უნდა აღინიშნოს, რომ გრეტა გერვიგის Barbie-ს ქალი რეჟისორების ფილმებიდან კომერციულად ყველაზე წარმატებული პრემიერა ჰქონდა. ამასთანავე, ცოტა ხნის წინ ოსკარი 2024-ის 10 ნომინაციის სია გამოქვეყნდა, რომელთაგან სამში Barbie უკვე წარდგენილია.
ასევე ნახეთ: