სულ მცირე, რუსთთან ურთიერთობა და დიალოგი უნდა გვქონდეს - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-მა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება და დიალოგის გაგრძელება უნდა უზრუნველყოს - ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

"ვფიქრობ, ორი საკითხია განსახილველი. ერთი არის უკრაინაში ომი, რომლის დასრულებაც მოლაპარაკებების გზით გვსურს და ამის გარდა, არის ორმხრივი ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი თუ არა, მეორე უდიდესი ბირთვული არსენალი აქვს. სულ მცირე, რუსებთან ურთიერთობა და დიალოგი უნდა გვქონდეს", - განაცხადა მარკო რუბიომ