ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
პაკისტანში ელიან, რომ სიტუაცია გაუარესდება, რადგან მუსონური წვიმები გრძელდება და ამბობენ, რომ მილიონობით ადამიანს საშინელი ზამთარი ელის - წერს გარდიანი
მთავრობა სასწრაფო შემოწირულებას ითხოვს, „აბსოლუტურად დამანგრეველი“ შედეგების წინააღმდეგ საბრძოლველად.
როდესაც გაერთიანებული სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის კომიტეტმა (DEC) მიმართა 33 მილიონი დაზარალებულისთვის სახსრების მოზიდვის თხოვნით, ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ გამოაქვეყნა თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოები.
როგორც ჩანს, ეს ფოტოები ამყარებს პაკისტანის მთავრობის შეფასებას, რომ ქვეყნის მესამედზე მეტი (ფართობი დაახლოებით დიდი ბრიტანეთის ზომისაა) - დატბორა.
„მდინარე ინდი ადიდდა და შექმნა ათეულობით კილომეტრის სიგანის ტბა“, - ნათქვამია ESA-ს განცხადებაში.
წყალდიდობას 1 100-ზე მეტი სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის - 399 ბავშვი, გაანადგურა მილიონზე მეტი სახლი და მოსავალი, პირუტყვი და ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა გზები და ხიდები.დღეს, სალეჰ საიდმა, DEC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გაერთიანებული სამეფოს 15 წამყვანი საქველმოქმედო ორგანიზაციას სთხოვა. „დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და წვიმების გაგრძელების გამო პირობების გაუარესებაა მოსალოდნელი“, – განაცხადა მან. მაშველები ებრძვიან უზარმაზარ ლოგისტიკურ გამოწვევებს, რათა მიაღწიონ მილიონობით გაჭირვებულ ადამიანამდე, განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია სინდში, სადაც წყლის დონე რჩება მაღალი. იმ ადგილებშიც კი, სადაც წყალი ოდნავ შემცირდა, დახმარებას აფერხებს დაზიანებული გზები, გაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზები და ჩაკეტილი რკინიგზა.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დასახელდა
1732608926