„წვიმა, ქარი, თოვლი“ - გაფრთხილება ამინდის შესახებ
1732620282
ხელისუფლება აწესებს ფართო შეზღუდვებს, რადგან ჩინეთი მტკიცედ იცავს ნულოვანი Covid-ის პოლიტიკას.
ჩინეთის ქალაქ ჩენდუში დაახლოებით 21 მილიონი ადამიანი ჩაკეტილია, რადგან ხელისუფლებას ახალი Covid-19-ის გავრცელების შეკავება სურს.
ჩინეთი ერთგულია ნულოვანი Covid პოლიტიკის მიმართ, აჩერებს ვირუსის გავრცელებას მასობრივი ტესტირებითა და ხანგრძლივი ჩაკეტვით.
ჩენდუ, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქია, რომელმაც გამოაცხადა იზოლაცია და ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ ქალაქის მცხოვრებლები „პრინციპულად უნდა დარჩნენ სახლში“ ხუთშაბათს, საღამოს 6 საათიდან, რათა ებრძოლონ ინფექციების ახალ ტალღას.
თითოეულ ოჯახს უფლება ექნება, დღეში ერთი ადამიანი გაგზავნოს სასურსათო და აუცილებელი ნივთების საყიდლად, იმ პირობით, რომ ტესტი უარყოფითი იქნება წინა 24 საათის განმავლობაში, ნათქვამია შეტყობინებაში.
ასევე, ყველა მცხოვრებს ჩაუტარდება ტესტირება ვირუსზე ხუთშაბათიდან კვირამდე შუალედში და მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დატოვონ ქალაქი, თუ ეს არ იქნება აუცილებელი.
„ეპიდემიის კონტროლის ამჟამინდელი მდგომარეობა არანორმალური, რთული და მძიმეა“, - ნათქვამია განცხადებაში და დასძენენ, რომ შეზღუდვა მიზნად ისახავს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის შენარჩუნებას“.
დღეს ჩენდუში დაფიქსირდა 157 ახალი შემთხვევა.
ჩინეთის ახალ სასწავლო წელს მინიმუმ 10 ქალაქსა და პროვინციაში ბავშვები ონლაინ სწავლის რეჟიმზე გადავლენ.
სინინგიში, დასავლეთ პროვინციის დედაქალაქში, სადაც 2,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სკოლებს გაკვეთილების ჩატარება ონლაინ მოუწევთ. ამასთან, დაიწყო მასიური ტესტის კამპანია და მოქალაქეები კვირაში 3 დღე იმუშავებენ სახლიდან.
რაიონის მთავრობამ გასცა ბრძანება გასართობი ადგილების დახურვის შესახებ, მათ შორის ბარები, კინოთეატრები და კარაოკე კლუბები.
ცოტა ხნის წინ ტურისტებმა სამხრეთ კუნძულის პროვინცია ჰაინანში საპროტესტო აქცია ჩაატარეს მას შემდეგ, რაც 80 000-ზე მეტი ტურისტი საკურორტო ქალაქში კოვიდის გავრცელების გამო გამოკეტეს.
ს
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801