სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნები სომხეთში

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

კენჭისყრაში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია. მონაწილეობას ასევე იღებენ: „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, „სომხეთის ალიანსი“და მისი ლიდერი, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ასევე, გაგიკ წარუკიანის „სომხეთის კეთილდღეობა“.

არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 2.5 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი სარგებლობს.