გარდაცვლილია ექსკურსიის მიკროავტობუსის მძღოლი - რა ინფორმაცია ვრცელდება შემთხვევის ადგილიდან
1780736305
წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. არცერთ ადვოკატს ამდენი გამამართლებელი არ ჰქონია- ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ იუთუბ არხზე -„სამართლის ექსპერტი“ ადვოკატის როლზე, გახმაურებული საქმეებზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრისას განაცხადა.
ისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა ეკა ბესელიას, შალვა შავგულიძეს და რამდენიმე ადვოკატს. კითხვაზე, რამდენად შეიცვალა სტატისტიკა, ხაჭაპურიძე ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენი ახლა უფრო მეტია.
„ახლა უფრო მეტია, ცალსახად უფრო მეტია გამამართლებელი განაჩენი. მაშინ გამამართლებელი განაჩენი რა იყო იცი?- ფილმებში რომ გვაქვს, გლადიატორი რომ შეხვალ და ან გამოხვალ ცოცხალი... მე ორჯერ დაკავებას მიპირებდნენ იმ საქმეზე რომელიც გამამართლებელი განაჩენია. მაშინ გამამართლებელი განაჩენი იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.“- აცხადებს ხაჭაპურიძე