1780775186
შემდეგ კვირას პარლამენტს წარვუდგენთ კანონპროექტს საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ - პეტერ მადიარი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ კანონი დააანონსა. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„შემდეგ კვირას პარლამენტს საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ კანონპროექტს წარვუდგენთ. მიზანი დაბალანსებული ინფორმაციაა. ახალი ამბები წმინდაა - აზრი თავისუფალია“, - წერს მადიარი.












