ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა! - რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია
1780777851
სომხეთში დააკავეს პირი, რომელიც რუსეთში ბიზნესასოციაციას ხელმძღვანელობს. მას ბრალად 7 ივნისის არჩევნებისთვის ქვეყანაში სომხეთის მოქალაქეების ტრანსპორტირების ორგანიზების დაგეგმვა ედება.
საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გამოძიების თანახმად, ა.გ., რომელიც რუსეთის სომხური ბიზნეს საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, რუსეთიდან სომხეთში 2026 წლის 31 მაისს ჩავიდა. ის, სავარაუდოდ, ტელეგრამის საშუალებით დაჰპირდა რუსეთში მცხოვრებ სომხებს უფასო ტრანსპორტირებას, რათა უზრუნველეყო მათი მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.
ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დაკავებულია.
ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ სქემაში ჩართული სხვა თანამონაწილეების გამოსავლენად და დასაკავებლად.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.