TeamTalk - „რეალის“ პრეზიდენტს კვარაცხელიას დამატება სურს

კვარა

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, საფეხბურთო სამყარო მოულოდნელი ტრანსფერით შოკში ჩააგდოს, მას პსჟ-დან ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს – ამ ცნობებს გამოცემა TeamTalk ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ, ფლორენტინო პერესმა გამოაცხადა „გალაქტიკოს“ კალიბრის მოთამაშის 150 მილიონ ევროდ ტრანსფერის შესახებ, რამაც საფეხბურთო წრეებში დიდი აჟიოტაჟი და სპეკულაციები გამოიწვია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეიძლება იყოს ერლინგ ჰალანდი, ჟერემი დოკუ, მაიკლ ოლისე, ჟოაო ნევეში ან ვიტინია.

თუმცა, TeamTalk-ის მტკიცებით, „რეალის“ პრეზიდენტს სურს მადრიდში პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიყვანა. წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბმა“ ქართველი ვინგერის პოტენციურ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო. კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა და „რეალის“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ 25 წლის ფეხბურთელი მზადაა „ლოს ბლანკოსში“ გადასასვლელად.

კვარაცხელია პსჟ-ში 2025 წლის იანვარში 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პარიზული კლუბის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა და ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა. გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 48 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.