როგორია რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა

ლენტი

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული 2 ზრდასრულის მდგომარეობა სტაბილურია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო-რუსთავი“ ავრცელებს. კლინიკის ცნობით, პაციენტებს სხვადასხვა მოტეხილობები აღენიშნებოდათ, გაუკეთდათ ოპერაცია და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანზე ექსკურსიის ორი მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 5 ბავშვი და 3 ზრდასრული დაშავდა.