პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ სატელეფონო საუბარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს აცნობა.
„პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა თურქეთის პრეზიდენტსა და თურქ ხალხს მიწისძვრის შედეგად ათასობის ადამიანის გარდაცვალების გამო, დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და ასევე აღნიშნა, რომ ერევნის აეროპორტში სტიქიის ზონაში გაფრენისთვის ემზადება თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სომეხი მაშველები იმყოფებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თავის მხრივ, ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ფაშინიანს დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლება აფასებს სომხეთის მხარდაჭერას.
გარდა ამისა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთანაც და განუცხადა, რომ სომხეთი სირიას საკვებ პროდუქტებს გაუგზავნის და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს.