პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ონლაინ ფორმატში გაიმართა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად შექმნილი ვითარებისა და საქართველოს მოქალაქეთა, ასევე დიასპორის წარმომადგენელთა მდგომარეობის გაცნობა და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.
სამინისტრომ და საელჩომ თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია მიწისძვრის შემდგომ საელჩოს მუშაობის სპეციფიკისა და გაწეული საქმიანობის შესახებ და, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ საელჩოსთან მჭიდრო კოორდინაციისკენ, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფლის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით.
თავის მხრივ, თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთში საქართველოს საელჩოს მადლობა გადაუხადეს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნეს, რომ საგარეო უწყება და საელჩო, კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოს მთავრობის მიერ თურქეთის რესპუბლიკისთვის გაწეული დახმარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც ამ მძიმე წუთებში სოლიდარობისა და მეგობრობის გამოხატულებაა.
დიასპორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და თურქეთში მცხოვრები თანამემამულეები, მათ შორის, ისტორიული დიასპორის, „ჩვენებურების“, წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და განაგრძობს კომპეტენციის ფარგლებში სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, რისთვისაც მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან.