პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთში მაშველებმა 30 წლის ქალი და მისი ექვსი თვის ბავშვი ცოცხლად ამოიყვანეს ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან. ამის შესახებ ტელეკომპანია TRT იუწყება.
„ჰატაის პროვინციის ოდაბაშის რაიონში მაშველებმა 29 საათის შემდეგ შენობის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 30 წლის ჰიულია ილმაზი და მისი ექვსი თვის ქალიშვილი, აიშე ვერა ილმაზი", - ნათქვამია განცხადებაში.
ქალი და გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სპეციალისტები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ. არხი ასევე იტყობინება, რომ კაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ნანგრევების ქვეშ 31-საათიანი ყოფნის შემდეგ ერთი წლის ბავშვი გადაარჩინეს.