ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
შვეიცარიაში მშვიდობის გლობალურ სამიტზე თურქეთის წარმომადგენლები სამიტის მონაწილეებს განუცხადებენ, რომ მსგავსი ღონისძიება უნდა ჩატარდეს როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მონაწილეობით, რადგან ეს უფრო მეტ შედეგს მოიტანს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჰაკან ფიდანი [თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო] იტყვის, რომ სამიტს, რომელშიც ყველა მხარეა ჩართული, შედეგის მოტანის უფრო მაღალი ალბათობა აქვს“, - აღნიშნა დიპლომატიურმა წყარომ.
თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უწევს მას სამხედრო მხარდაჭერას, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.