ეგეოსის ზღვაში 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სანტორინთან ახლოს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა.

ეგეოსის ზღვაში უკვე ორ კვირაზე მეტია მიწისქვეშა ბიძგები არ წყდება. მიწისძვრების გამო, საბერძნეთში, კუნძული სანტორინი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა.