ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი შობის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ იერიშს ეხმაურება.
კელოგი სოციალურ ქსელში წერს, რომ შობას უნდა ყოფილიყო მშვიდობის დრო, თუმცა უკრაინა კვლავ აღმოჩნდა თავდასხმის ქვეშ.
„მასიური იერიშის მოწყობა რაკეტებითა და დრონებით ღვთის დაბადების დღეზე არის არასწორი. მსოფლიო ყურადღებით აკვირდება ორივე მხარის ქმედებებს. აშშ იმაზე უფრო მეტად არის მოწადინებული, დაამყაროს მშვიდობა ამ რეგიონში, ვიდრე ოდესმე ყოფილა”, – წერს კელოგი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შობის ღამეს უკრაინის მიმართულებით 70 რაკეტა გაუშვა. უკრაინულმა მხარემ მათგან 50 ჩამოაგდო. საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო გამოცხადებული.
Christmas should be a time of peace, yet Ukraine was brutally attacked on Christmas Day. Launching large-scale missile and drone attacks on the day of the Lord’s birth is wrong. The world is closely watching actions on both sides. The U.S. is more resolved than ever to bring…
— Keith Kellogg (@generalkellogg) December 25, 2024