GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
1735239149
ქალაქ ახალციხეში საქართველოს მთავრობის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
„ახალი წლის დღეების“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მისული სტუმრებისთვის მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მიმდინარეობდა.
გაიმართა საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. საშობაო ბაზრობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა და ღონისძიების სტუმრებს ცხელი სასმელები და საკუთარი ხელით მომზადებული საახალწლო ორცხობილები შესთავაზეს, შემოსული თანხით კი ახალგაზრდები პატარებს გაახარებენ.
პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, წარმოდგენილი იყო მოსიარულე ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, აზოტშოუ და სხვა საინტერესო აქტივობები. ბავშვები ასევე, განსაკუთრებით თოვლის ბაბუასთან შეხვედრამ და საჩუქრებმა გაახარა.
ადგილობრივ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.
საღამო გალა კონცერტით და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.