სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს პუტინთან ომის დასრულებასა და მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით - დონალდ ტრამპი

ტრამპი

სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებასა და ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპი დღეს გამართულ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველამ გამოხატა სურვილი, რომ ნახონ უკრაინაში ომის დასასრული.

„დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შემომიერთდა ოვალურ კაბინეტში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სასაუბროდ. შეხვედრა მოიწვია „დიდი შვიდეულის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, კანადის გუბერნატორმა, ჯასტინ ტრუდომ, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავზე, რომელიც, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასოდეს დაიწყებოდა. ყველამ გამოხატა სურვილი, რომ ნახონ ამ ომის დასასრული. მე ხაზგასმით ვისაუბრე შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის „წიაღისეულის შეთანხმების“ მნიშვნელობის შესახებ, რომელიც, ვიმედოვნებთ, ძალიან მალე გაფორმდება! ეს გარიგება, რომელიც არის „ეკონომიკური პარტნიორობა“, უზრუნველყოფს, რომ ამერიკელი ხალხი დაიბრუნებს უკრაინაში გაგზავნილ ათობით მილიარდ დოლარს და სამხედრო აღჭურვილობას. ამავდროულად, დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას ზრდაში, რადგან ეს სასტიკი ომი დასასრულისკენ მიდის. ამავდროულად, მე სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებასა და, ასევე, ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.