მეორე სემესტრში მოსწავლეები 18 დღეს დაისვენებენ - დეტალები
1739609863
სეისმური აქტივობა, რომელიც ალასკაზე 2024 წლის აპრილიდან შეინიშნება მეცნიერებში შეშფოთებას იწვევს. ის შეიძლება ვულკან Mount Spurr-ის გაღვიძების მომასწავებელი იყოს, რომელიც ქალაქ ანკორიჯიდან 123 კილომეტრში მდებარეობს. ამ ქალაქში 300 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, - წერს Dailymail-ი.
ბოლო ათი თვის განმავლობაში აქ სეისმურმა აქტივობამ ძლიერ მოიმატა. თუ აქამდე კვირაში 30 მიწისძვრა ფიქსირდებოდა, ახლა მათი რაოდენობა 125-მდე გაიზარდა.
39-წლიანი მიძინების შემდეგ ვულკან Mount Spurr-ის ამოფრქვევა ბოლოს 1992 წელს დაფიქსირდა. ვულკანური ფერფლის გამო ანკორიჯის მოსახლეობა გარეთ ვერ გადიოდა, ან ნიღბებს ხმარობდა. იქამდე, სანამ ფერფლი არ გაიფანტა, აეროპორტები ვერ ახერხებდნენ მუშაობის გაგრძელებას.
„დიდი ვულკანის ფერფლის ღრუბელი იმოქმედებს ასევე იმ რეისებზე, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკიდან აზიის მიმართულებით ხორციელდება ალასკის გავლით“, - განაცხადა აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის თანამშრომელმა მეტ ჰეინმა.