2 აპრილიდან აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე ტარიფები დაწესდება
1739636322
„ჰამასი“ სავარაუდოდ დღეს სამ ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, სანაცვლოდ კი ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, გასათავისუფლებელი ისრაელელების ვინაობა „ჰამასმა“ უკვე გაასაჯაროვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ციხეებიდან სანაცვლოდ 369 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება – 36 მათგანი უვადო პატიმრობას იხდიდა, ხოლო 333 შვიდ ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დააკავეს.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში „ჰამასმა“ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადეს, რომ მძევლებს არ გაათავისუფლებდნენ. საპასუხოდ კი, ისრაელში აღნიშნეს, რომ ისინი ღაზაზე თავდასხმებს განაახლებდნენ, თუ მძევლები არ გათავისუფლდებოდნენ.