სასიხარულო ინფორმაცია ემიგრანტებს: მაისიდან მინიმალური ხელფასი იზრდება - ნახეთ, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილება

aeroporti

"სახელმწიფო განახორციელებს მინიმალური ხელფასის მნიშვნელოვან ზრდას, რომელიც ძალაში 2022 წლის 1-ლი მაისიდან შევა" – ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ პარლამენტში საუბრისას განაცხადა.

"მე ვიცი, რამდენად გადაიტვირთა საბერძნეთში ოჯახების ბიუჯეტი სხვადასხვა გარე მიზეზების გამო.

ამ ყველაფერთან გამკლავებას ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს. 1-ლი მაისიდან მინიმალური ხელფასის რაოდენობა გაიზრდება და გაიზრდება მნიშვნელოვნად, ეს არ იქნება უბრალო ცვლილება.

მსოფლიოში არცერთ ქვეყანას, რაც უნდა მდიდარი იყოს ის, არ შეუძლია ადამიანური რესურსების ფლანგვა. უმუშევრებს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ უმუშევრობაა სწორედ ყველაზე დიდი საფრთხე.

მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ჩვენი ძალისხმევა აქტიურ ფაზაშია.

2019 წლიდან 2022 წლამდე უმუშევრობა 17,2%-დან 12,8%-მდე შემცირდა.”

პრემიერი არ ასახელებს, ზუსტად რამდენით გაიზრდება მინიმალური ხელფასის რაოდენობა, თუმცა, საბოლოო განცხადებები ცვლილების შესახებ ძალაში შესვლის პერიოდისთვის გაკეთდება.

წყარო: georgians.gr

სხვა სიახლეები