ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
ფლორიდაში მცხოვრებ მამაკაცს ყოფილი შეყვარებულის და მისი დედის მკვლელობის მცდელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა 2023 წლის ზაფხულში მოხდა. მამაკაცი იმ დროს 18 წლის იყო.
ერთ-ერთი დაზარალებული იყო პირსონის ყოფილი შეყვარებული, მედისონ შემიცი. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდასხმამდე ის თვალყურს ადევნებდა და ავიწროებდა 17 წლის გოგონას.
ბიჭმა ასევე დაჭრა მისი ყოფილი შეყვარებულის დედა, რომელიც თავისი ქალიშვილის დაცვას ცდილობდა.
პირსონი, ყოფილ შეყვარებულს, სავარაუდოდ უკნიდან დაესხა თავს და 15 ჭრილობა მიაყენა.
„ეს იყო ყველაზე ცუდი დღე ჩემს ცხოვრებაში. ამ დღეს ჩემს გამო სხვა უდანაშაულო ადამიანებიც დაშავდნენ. ყოველ წამს ვფიქრობ ჩემს საშინელ დანაშაულებზე. ეს მუდმივად ჩემს გონებაშია და არასოდეს შეიცვლება. სერიოზული დახმარება მჭირდება დიდი ხანია“,- თქვა ბრალდებულმა სასამართლოზე.
ერთ წელზე ნაკლებ დროში, გოგონამ მკურნალობის შემდეგ გავლა კვლავ შეძლო.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801