ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობისთვის 12 კანდიდატი იბრძოლებს. გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების საუკეთესო შანსები მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინლე პენს და მემარცხენე ჟან ლიუკ მელენშონს აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგები სახელმწიფოს მეთაურს ხუთწლიანი ვადით აირჩევენ. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩატარდება მეორე ტური.
საფრანგეთში 70 000-მდე საარჩევნო უბანი მუშაობს, ისინი დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საფრანგეთის უმეტეს კომუნებში ხმის მიცემა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
დიდ ქალაქებში, მათ შორის პარიზში, ლიონში, მარსელში, ნიცასა და ტულუზაში საარჩევნო უბნები 20:00 საათამდე იქნება ღია.