ფინანსთა მინისტრი: საფრანგეთი მზად არის აკრძალოს რუსული ნავთობის იმპორტი

ნავთობი

საფრანგეთი მზად არის აკრძალოს რუსული ნავთობის იმპორტი. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა.

მან კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას „მასობრივი მკვლელობა“ უწოდა და თქვა, რომ პასუხისმგებელი პირები უნდა გამოავლინონ, დაისაჯონ ამ დანაშაულებისთვის.

როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ევროპაში ერთიანობაა საჭირო რუსეთისთვის უფრო მკაცრი ენერგეტიკული სანქციების დაწესებისთვის.

„რაც შეეხება საფრანგეთს, ჩვენ მზად ვართ გადავწყვიტოთ ნავთობის იმპორტის აკრძალვა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი ნაბიჯები და შემდგომი დისკუსიები ფოკუსირებული იქნება ამ საკითხზე - რუსული ნავთობის აკრძალვაზე“, - თქვა მან.

ცნობისთვის, 8 აპრილს ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. სადგურზე დაბომბვის დროს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუაციას ელოდებოდა

ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 52 ადამიანი ემსხვერპლა, 109 კი დაშავდა.