„უყვარდა მთები, ბევრი მეგობარი ჰყავდა“ - საფრანგეთიდან უკრაინაში დაბრუნებული ჯარისკაცის ამბავი რომელიც ოკუპანტებმა მოკლეს

უკრაინელი ჯარისკაცი

32 წლის სვიატოსლავ სოჯკო საფრანგეთიდან უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემდეგ დაბრუნდა და ოფიცერი გახდა. 

უყვარდა მთები, სხვადასხვა ქვეყნებში ბევრი მეგობარი ჰყავდა. ბოლო წლებში საფრანგეთში ცხოვრობდა და საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში მსახურობდა. 

როცა შეიტყო, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა თავის მიწაზე დაბრუნდა და მოხალისედ საომრად წავიდა.

სვიატოსლავი რუსმა ოკუპანტებმა 24 მარტს სამშობლოს დაცვის დროს მოკლეს. 

„26 თებერვალს დაბრუნდა უცხოეთიდან, იმ დროს, როცა ყველა სხვა გარბოდა. ვუთხარი: სვიატოსლავ, რატომ მოიქეცი ასე? მან მითხრა: სხვანაირად არ შემიძლია, ეს ჩვენი ბოლო, მესამე, შანსია უკრაინის გადარჩენისო. პირველი 2004-ში, მეორე 2014-ში და ეს ჩვენი ბოლო შანსია: თუ არ გავაკეთებთ, თავისუფლები ვერ ვიქნებით.

მე ვუთხარი: დედა, მე მჯერა, რომ უკრაინა აყვავდება. იმედით და ძალით სავსე იყო. და აი... ასე, აი. 

მაგრამ მე ვამბობ, რომ მათი სიკვდილი, ამ ბავშვების არ იქნება ამაო. მჯერა, რომ აღენდება ახალი, ლამაზი უკრაინა“, - ამბობს გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.