რუსულმა ძალებმა კროპივნიცკს შეუტიეს, დაიღუპა 3 ადამიანი

კი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

,.კიროვოგრადის ოლქი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი კვლავ მტრის მასობრივი თავდასხმის ქვეშაა. ლოგისტიკა, ტრანსპორტი და სამრეწველო საწარმოები”, - განაცხადა კიროვოგრადის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი რაიკოვიჩმა.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

✕