დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ - სპეცოპერაციის დეტალები
1792007824
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური გაერთიანების შესაძლო აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას ერთ კვირაში გამართავს.
საუბარია "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებაზე. 88 კანონმდებლის სარჩელს, შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს.
უმრავლესობა ოპონენტებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობებში ადანაშაულებს, რასაც საგამოძიებო კომისიის მრავალგვერდიანი მასალებით ასაბუთებს.
"მათი ქმედებები იყო ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური, ანტიადამიანური. რა თქმა უნდა, ისეთი პარტიის მიმართ დგება ყოველთვის პასუხისმგებლობა. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაზეც სარჩელი არის შეტანილი, მათ ამ კუთხით აქვთ ასე ვთქვათ სწორედ უარყოფითი მხარეები, რომელზეც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი პარტია საქართველოში დემოკრატიის, მრავალპარტიულობისა და თავისუფლების განვითარებას არ უწყობს ხელს, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის და გადაწყვეტილების საგანი არის", - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.