როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

 ამინდი

 15 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მზეა ფოთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზეა. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც მცირე ნალექია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +8 იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს დღეა მოსალოდნელი, +23 იქნება დღისით, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მცირე წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოშიც გაწვიმდება. დღისით +16 ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მცირე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

წვიმიანი დღეა გურჯაანშიც, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც იწვიმებს. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

✕