რუსეთში ცნობილი მწერლის მანქანა ააფეთქეს - მედია

რუსი მწერალი

რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ცნობილი რუსი მწერლის და პოლიტიკოსის ზახარ პრილეპინის მანქანა ააფეთქეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად მძღოლი დაიღუპა, ხოლო მწერალმა სხეულის დაზიანება მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პრილეპინის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, პრილეპინი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს, რომელიც ტერორისტმა დისტანციურად აამოქმედა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.