„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
„ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა. ცნობილმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა „ნაპოლის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ დიდი წარმატებას შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ულოცავს:
კვარამ საოცრება ჩაიდინა, ეს დაწყებულია იმ დღიდან როცა ის ბათუმში დაბრუნდა.
ძალიან ხშირად აღვნიშნავდი, ის რაც მან რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში გააკეთა, ტრიბუნებზე ათასობით ხალხი მოიყვანა, ამ ყველაფერს მიება საქართველოს ნაკრები, ქართული ფეხბურთის აღორძინება და მიება ის გამარჯვება, რასაც ის დღეს იზეიმებს.
მინდა მას კიდევ ერთხელ მივულოცო და მადლობა ვუთხრა ამ საოცარი სეზონისთვის", - ამბობს ვიდეომიმართვაში შოთა არველაძე.