პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ დაახლოებით, რუსეთში 10 ათასი ახალგაზრდა ჯარში შეცდომით გაიწვიეს და ამის გამო, ისინი სახლში დააბრუნეს. შესაბამის ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„ამ საქმეებს შევისწავლით და ასეთ ადამიანებს სახლში დააბრუნებენ“ - განუცხადა კარტაპოლოვმა ჟურნალისტებს სანკტ-პეტერბურგში ჩასვლისას. მანვე განაცხადა, რომ რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში სანკტ-პეტერბურგში მობილიზაცია გრძელდება და ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა. 3 დღის წინ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვში მობილიზაცია დასრულებულია.