ვინ არის ქართველი კაცი, რომელმაც გერმანიაში ცოლს ცეცხლი წაუკიდა - დამნაშავე დაკავებულია
1742213638
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გასულ ღამით სხვადასხვა ტიპის 174 დრონი გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 160-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამიზნეს ვერ მიაღწია.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა 90 დრონი ჩამოაგდეს ხარკოვის, კიევის, სუმის, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერნიგოვის და სხვა ოლქების თავზე. 70 დრონი კი ლოკაციურად დაიკარგა.
რუსეთის ძალების მიერ დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის ორ რაიონში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, რის გამოც შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება. ასევე დაზიანებულია კერძო სახლი.
დრონით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ხარკოვის ოლქში სამოქალაქო ობიექტზე.