რუსეთმა ლვოვზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა

ლვოვი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი ლვოვი რაკეტებითა და დრონებით დაბომბა. ინფორმაციას ქალაქის მერი ანდრეი სადოვი ავრცელებს.

მისი თქმით, ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, ისმოდა აფეთქებების ხმა.

როგორც ლვოვის მერი აცხადებს, დაბომბვის გამო ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

სადოვის განცხადებით, დაბომბვის შედეგად ინდუსტრიულ პარკს Sparrow-ს ცეცხლი გაუჩნდა. „წინასწარი მონაცემებით, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ დასტურდება. ეს სამოქალაქო ობიექტია ყოველგვარი სამხედრო მდგენელის გარეშე“, - აღნიშნა სადოვიმ.