რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ პირველი ნაბიჯი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას

სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ პირველი ნაბიჯი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას.

რიაბკოვის თქმით, გადაწყვეტილება და არჩევანი დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის გადასაწყვეტია.

„რუსეთმა შეძლო, დაემკვიდრებინა და დაებრუნებინა თავისი კანონიერი ადგილი გლობალურ გეოპოლიტიკაში, რითაც დაარღვია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმები. ამ კურსის წარუმატებლობისა და ადმინისტრაციის ცვლილების ფონზე, პირველი ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებზეა დაფუძნებული, უნდა გადადგას აშშ-მა. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის ხისტი ვაჭრობის პირობებით, ადგილზე არსებული რეალობის და ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრული ისტორიითა და გეოგრაფიით“, – განაცხადა რიაბკოვმა.