დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

სამოქმედო გეგმა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს მოიცავს და აერთიანებს ინფორმაციას კომიტეტის მიერ 2025 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც კომიტეტის სტრატეგიული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარეობს.

„გეგმის მიზანია, განისაზღვროს კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საორგანიზაციო, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებისა და განხორციელების კუთხით გასაწევი საქმიანობა“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა და კომიტეტის წევრთა წინადადებები და მოსაზრებები დოკუმენტში ასახულია.

სხდომაზე ასევე განიხილეს კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას შეფასებით, განსაკუთრებით საინტერესო იყო კომიტეტის მიერ ჩატარებული, თემატური მოკვლევა საკითხზე - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“, რომლის მიზანიც არის ე.წ ირლანდიური მოდელის საქართველოში დანერგვა და განვითარება.

კომიტეტმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.