რატი იონათამიშვილი: ვფიქრობთ, საკანონმდებლო ინიციატივა იქნება მნიშვნელოვანი სწორედაც რომ სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი მედიის განვითარების თვალსაზრისით

იონათამიშვილი

ვფიქრობთ, ეს საკანონმდებლო ინიციატივაც იქნება მნიშვნელოვანი სწორედაც რომ სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი მედიის განვითარების თვალსაზრისით, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივაზე საუბრისას.

თანამედროვე დემოკრატიებში მედიების დაფინანსება გარე დაფინანსებით ეს ნიშნავს, რომ ეს სფერო ემსახურება არა საზოგადოების ინტერესებს, არამედ კონკრეტულ დამკვეთებს, რაც ასევე დამაზიანებელია დემოკრატიული პროცესების განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს ინიციატივაც იქნება მნიშვნელოვანი სწორედაც რომ სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი მედიის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე განაცხადა, რომ დაინიცირდება მედიის შესახებ კანონი, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.