ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
რუსეთი აკრძალავს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზედა ზღვარს.
Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი უკვე ამზადებს პრეზიდენტის ბრძანებას.
Bloomberg- ის ცნობით, დადგენილება აკრძალავს ბიზნესის კეთებას როგორც კომპანიებთან, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც შეუერთდებიან ფასების შეზღუდვის მექანიზმს.
„გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს ფასების ლიმიტი ან კრემლის საპასუხო განკარგულება ვაჭრობაზე“, - წერს გამოცემა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბუნებრივ აირს არ მიაწვდის მათ, ვინც ფასების ცვლილების პოლიტიკას შეუერთდება.