პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია ერთი ადამიანი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის  პირადი და საცხოვრებელი ბინის  ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით  - 19 შეკვრა ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  261-ე  და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕