მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ
1792875175
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"პრაიმტაიმის" კითხვაზე უწყებაში განგვიცხადეს, რომ არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი იმყოფება საკანში მარტო და მასზე ხორციელდება 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა.
პენიტენციურ სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ ვინაიდან, ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მიუხედავად არასამუშაო დღის, ბრალდებულის ადვოკატს საშუალებას მისცემენ, რომ შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულოს ბრალდებული და დარწმუნდეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.