გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთს "გულწრფელად" ჰქონდა დონბასის უკრაინასთან გაერთიანების იმედი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ТАСС
ავრცელებს.
„2014 წელთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ჭკვიანები ვართ, მაგრამ ვივარაუდეთ, რომ შესაძლოა, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა და ლუგანსკი და დონეცკი როგორმე შეძლებდნენ უკრაინასთან გაერთიანებას მინსკის ფარგლებში. ჩვენ გულწრფელად წავედით ამისთვის, მაგრამ ხალხის განწყობა ბოლომდე არ ვიგრძენით, შეუძლებელი იყო იმის გაგება, რა ხდებოდა იქ", - ამბობს პუტინი
აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ახლა უკვე აშკარა გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის „გაერთიანება" დონბასთან ადრე უნდა მომხდარიყო.