ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ანკარა მზად არის თურქულენოვან სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით. 

„ანკარა დიდი ხანია, ახორციელებს თურქეთის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანი სიტყვით გამოსვლისას სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანს რეგიონში მშვიდობის გზების ძიებაში.