აღმაშენებლის ხეივანზე ხე წაიქცა და გზა ჩაკეტა - ვითარება ადგილზე
1783355831
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს.
ტრამპს კითხვა დაუსვეს კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც მასა და ვლადიმერ პუტინს შორის 4 ივლისის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა.
„ვფიქრობ პუტინი ზეწოლას არ გრძნობს. მას სურს მისი დასრულება და უკრაინასაც სურს დასრულება. მოლაპარაკებებში ვართ და ვნახოთ, თუ დავასრულებთ, ამ საშინელებას. ვფიქრობ, უფრო ახლოს ვართ მიზანთან, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. პრეზიდენტ პუტინს სურს მისი დასრულება. ამას მტკიცედ ვამბობ“, – განაცხადა ტრამპმა.