როგორ ემშვიდობება მსოფლიო დედოფალს - ფოტოები

დედოფალი

დიდი ბრიტანეთში, ელისაბედ II-ს გარდაცვალების გამო, გლოვაა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გუშინ საღამოს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამეფო ოჯახი სამძირებს მთელი მსოფლიოდან და სახელმწიფოთა ლიდერებისგან იღებს. დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში გართულდა.

დედოფალი ელისაბედი ტახტზე 1952 წელს მამის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. იგი გაერთიანებულ სამეფოს ყველაზე დიდ ხანს 70 წელი მართავდა. ელისაბედი არის მსოფლიოში მეორე მონარქი, რომელიც ასე ხანგრძლივად იყო სამეფოს სათავეში.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის მმართველი მონარქი, ჩარლზი გახდა.

დედოფლის გარდაცვალებამ სამეფო ოჯახის წევრების ტიტულებში ცვლილებები გამოიწვია.

დედოფალ ელიზაბედის გარდაცვალების გამო Netflix-მა სერიალ Crown-ის  ახალი ეპიზოდების გადაღებები დროებით შეაჩერა.

დედოფლის გარდაცვალებას მთელ მსოფლიოში სხვადასხვა წერტილში სიმბოლურად ეხმაურებიან:

ლონდონის Piccadilly Circus-მა დიდ ეკრანებზე გაღიმებული დედოფლის გამოსახულება აჩვენა.

დედოფლის სურათი გავრცელდა დიდ ეკრანზე ცენტრალურ ტოკიოში, იაპონიის დედაქალაქში.

საფრანგეთში, პარიზში, ეიფელის კოშკის შუქები ჩაქრეს, რათა პატივი მიეგოთ დედოფლისთვის.

სიდნეის ოპერის თეატრის მხარე, ავსტრალია.

ხუთშაბათს საღამოს კი ლონდონის ავტობუსის გაჩერებებზე მონარქის სურათები გამოჩნდა