ელისაბედ მეორე უმძიმეს მდგომარეობაშია - სამეფო ოჯახი ბალმორალშია შეკრებილი

ელიზაბედი

ელისაბედ მეორე უმძიმეს მდგომარეობაშია - სამეფო ოჯახი ბალმორალშია შეკრებილი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ბალმორალში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, რადგან ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან. 

„ამ დილის შემოწმების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულები არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და გასცეს მისი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ დატოვების რეკომენდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამეფო ოჯახის წევრები ბალმორალში არიან შეკრებილები. BBC-ის ცნობით, გზაში არიან სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია, მეგან მარკლი და პრინც ჰარი.