„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II- ის გარდაცვალების გამო თეა წულუკიანი მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.
„ძვირფასო დედოფალო, თქვენო უდიდებულესობავ, ღირსეულო წარმომადგენელო საკუთარი ერისა და სახელმწიფოსი, მადლობას გიხდით მშვიდი ლიდერობისთვის მსოფლიოსა და ევროპისათვის არაერთ ურთულეს მომენტში.
გული მტკივა, რომ დაგკარგეთ. მუდამ მემახსოვრება თქვენი სითბოთი სავსე ღიმილი და ხელის ჩამორთმევა.
აი, გარანტი! აი, სიმბოლო!
ვიზიარებ სამეფო ოჯახისა და ბრიტანელების მწუხარებას დედოფლისა და ისტორიული ფიგურის დაკარგვის გამო!“, - წერს თეა წულუკიანი.
მონარქი, რომელიც დიდ ბრიტანეთს ყველაზე ხანგრძლივად მართავდა, გუშინ გარდაიცვალა.
96 წლის მონარქის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
ელისაბედ მეორემ მონარქის ტიტული 70 წელი ატარა.